გალაქტიკა ანდრომედა, იგივე M31 – ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფი კოსმოსური ობიექტი. უზარმაზარი გალაქტიკა, რომელიც რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ შეეჯახება ირმის ნახტომს და შთანთქავს მას. ანდრომედა M31– პირველი აღმოჩენილი გალაქტიკაა, ამიტომაც ყველაზე კარგადაა შესწავლილი.
ანდრომედას სპირალური გალაქტიკა, წარსულში ცნობილი როგორც ანდრომედას ნისლეული ან M31 (31 ნომერი მესიეს ცნობილი კატალოგის მიხედვით) – ყველაზე ცნობილი გალაქტიკაა. გარდა იმისა, რომ ის ჩვენი ყველაზე ახლო მეზობელია, მას ასევე მეცნიერული ფასეულობაც გააჩნია, რადგანაც არსებობს ძალიან ცოტა გალაქტიკა, რომელშიც შეიძლება დავინახოთ მილიონი ცალკე ვარსკვლავი, თუნდაც ძლიერი ტელესკოპის ქვეშ; და უფრო ნაკლები ვარსკვლავი, რომელიც ჩვენი მიმართულებით 110კმ/სთ–ს მოფრინავენ, როგორც ამას ანდრომედა აკეთებს.
აქამდე ანდრომედა ირმის ნახტომის სარკედ ითვლებოდა, თუმცა ასტრონომიის განვითარებასთან ერთად, როდესაც მეცნიერებმა უფრო მეტის გაგება და დანახვა შეძლეს, ეს მითი გაქარწყლდა. აღმოჩნდა რომ ირმის ნახტომი და ანდრომედა სხვადასხვა სპირალური გალაქტიკების ქვეჯგუფებს მიეკუთვნებიან და მათი სახელოების გამოსახულებაც ერთმანეთისგან განსხვავებულია. მაგრამ მათ ასევე გააჩნიათ ბევრი საერთო – მაგალითად, საკუთარი ჯუჯა გალაქტიკების–თანამგზავრების შთანთქმის სურვილი. ასევეა მსგავსება მათ შინაგან აგებულებაშიც.
გალაქტიკა ანდრომედა – ტიპური SB (Spiral Buldge, სპირალური ბალჯი) ჯგუფის გალაქტიკა ჰაბლის კლასიფიკაციით. ეს იმას ნიშმავს, რომ ის გამოიყურება როგორც სპირალი, რომლის სახელოები თანაბრად არის განაწილებული ბალჯის (გალაქტიკის გამოწეული ცენტრი, რომელიც სავსეა ძველი ვარსკვლავებით) გარშემო.
არსებობს იმის მონაცემები, რომ ანდრომედას ასევე გადაკეტვაც (ბარი) აქვს. ამის მტკიცებულება კოსმოსის შესწავლის პროგრამამ 2MASS (ინგ. 2 Micron All-Sky Survey, მთლიანი ცის შესწავლა სინათლის 2 მიკრონის დიაპაზონში) ინფრაწითელ დიაპაზონში წარმოადგინა. მან აჩვენა რომ გალაქტიკა ანდრომედას ბალჯს, გარდა ინფრაწითელი გამოსხივებისა, ასევე გააჩნია ოთხკუთხედური ფორმა, რაც უკვე საკმარისია იმისთვის რომ ის SB ჯგუფის გალაქტიკად ითვლებოდეს.
მაგრამ ბარის მიუხედავადაც, ანდრომედა განსხვავდება ირმის ნახტომისგან. მისი სპირალის სახელოები უფრო შორსაა ერთმანეთისგან; და თუმცა მისი ხაზები იშვიათადაა იდეალურად სწორი ფორმის, გალაქტიკა 31-ის სახელოები ძალიანაა დამახინჯებული, ეს „სიცარიელეები“ უფრო პატარა ზომის გალაქტიკისაა, რომელმაც ანდრომედას დისკის გავლით გადაიფრინა. ასეთი მოვლენები ჩვენი მეზობლისთვის არცთუ ისე იშვიათია – 10 მილიარდი წლის წინ ის წარმოიქმნა რამდენიმე პროტოგალაქტიკისგან და მთელი თავისი არსებობის მანძილზე მინიმუმ სამი საკუთარი თანამგზავრი შთანთქა.
სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირში და მუდმივ მოძრაობაშია – ეს არ არის ფილოსოფიური სენტენცია, ეს გრავიტაციის ცნობილი პრინციპების ბანალური დასკვნაა. ანდრომედას გალაქტიკა ასევე არ დგას ერთ ადგილზე. მისი სხვადასხვა ნაწილი მოძრაობს სხვადასხვა სისწრაფით. მის ბირთვთან ვარსკვლავები და გაზი 225კმ/სთ სიჩქარით ბრუნავენ. მძიმე ვარსკვლავები და ზემასიური შავი ხვრელი – გალაქტიკის ტრადიციული შუაგულია.
ასევე გალაქტიკა ანდრომედას მოძრაობაში მოჰყავს სხვა „ვარსკვლავური კუნძულები“, კონკრეტულად – 14 ჯუჯა გალაქტიკა–თანამგზავრი. მათგან ყველაზე დიდები M32 და M110 – კარგად ჩანან ტელესკოპში, რის გამოც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში იყვნენ აღმოჩენილნი. ასევე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზუსტად M32–მა „გაჭრა“ არკა ანდრომედას დისკში.
როგორც ადგილობრივი ჯგუფის ყველაზე დიდი მონაწილე, ანდრომედა ასე თუ ისე ზემოქმედებს სხვა გალაქტიკებთან. ცუდია ეს თუ კარგი, მისი გზა იკვეთება ირმის ნახტომთან და 3-4 მილიარდი წლის შემდეგ ის ჩვენს გალაქტიკასთან ერთიანი გახდება. იმისდა მიუხედავად, რომ უზარმაზარი ობიექტების მოძრაობის წინასწარმეტყველება ძალზედ რთულია, ბოლო გამოკვლევებმა დაადგინა რომ შეჯახება გარდაუვალია.
როგორ მოხდება ეს? როდესაც გალაქტიკები საკმარისი დისტანციით ერთმანეთს მიუახლოვდება, მათი ბირთვები ერთმანეთთან დაიწყებენ უზარმაზარი სისწრაფით ბრუნვას. ამ „ცეკვის“ დროს მათი დისკები გრავიტაციული ზემოქმედების ძალით გაიფანტება – ისინი სხვადასხვა მხარეს გაფრინდებიან, როგორც წყლიც შხეფები. ბირთვები კი უფრო და უფრო სწრაფად იტრიალებენ იქამდე, სანამ ერთ მთლიან, ახალ ბალჯად არ გადაიქცევიან.
ირმის ნახტომისა და ანდრომედას გაერთიანების შემდეგ წარმოქმნილ ახალ გალაქტიკაში ყველა ვარსკვლავი არ დაბრუნდება, მათი სახელოები კი გაქრება.
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.