კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლი (ედვინ ჰაბლის პატივსაცემად) – ავტონომიური ობსერვატორიაა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ბრუნავს, არის NASA–ს და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი. კოსმოსში ტელესკოპები იმისთვის თავსდებიან, რომ დაარეგისტრირონ ელექტრომაგნიტური გამოსხივებები ისეთ დიაპაზონში, რომელსაც დედამიწის ატმოსფერო არ ატარებს. ჰაბლმა თითქმის 15 წელი იმუშავა (1995 წლიდან) და აგრძელებს მუშაობას (თუმცა ძირითადი მისია შერსულებულია და მას უკვე ჰაბლის კოლეგები აგრძელებენ – „სპიტცერი“ და „კეპლერი“, რომლებიც 2003 და 2009 წელს გაუშვეს). ამ კოლოსალური პროექტის მეშვეობით შემოწმებული იყო უამრავი თეორია და შესრულებულ იქნა უამრავი აღმოჩენა. პლუტონის და ერიდას რუქები, კომეტების მაღალხარისხიანი გამოსახულებები, სამყაროს იზოტროპულობის თეორიის დამტკიცება, ნეპტუნის ახალი თანამგზავრის აღმოჩენა. ჰაბლმა იმდენი მონაცემი დააგროვა, რომ მათი შესწავლა დღემდე გრძელდება.
გაშვების მომენტში ბორტზე დამონტაჟებული იყო ექვსი მეცნიერული ხელსაწყო:
ფართოკუთხიანი და პლანეტარული კამერა. კამერა კონსტრუირებული იყო ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში. ის აღჭურვილი იყო 48 სინათლის ფილტრით, სპექტრის მონაკვეთების გამოსაკვეთად, რაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ასტროფიზიკური დაკვირვებებისთვის. მოწყობილობას 8 CCD–მატრიცა ჰქონდა, რომლებიც დაყოფილი იყო ორ კამერას შორის, რომელთაგან თითოეული 4 მატრიცას იყენებდა. ფართოკუთხიან კამერას გააჩნდა ხედვის დიდი კუთხე, მაშინ როდესაც პლანეტარულ კამერას ჰქონდა დიდი საფოკუსე მანძილი, რაც მას ფართოდ გადიდების საშუალებას აძლევდა.
გოდარდის მაღალი გაფართოების სპექტროგრაფი (GHRS ან HRS) (Goddard High Resolution Spectrograph). სპექტროგრაფი ულტრაიისფერ დიაპაზონში სამუშაოდ იყო განკუთვნილი. მოწყობილობა შეიქმნა გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრში და შეეძლო სპექტრალურ გაფართოებებთან მუშაობა 2000, 20 000 და 100 000 სიდიდით.
კამერა მკრთალი ობიექტების გადასაღებად (FOC) (Faint Object Camera). მოწყობილობა შემუშავებულია ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ. კამერა განკუთვნილი იყო ობიექტების ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაღებისთვის, მაღალი გაფართოებით 0,05 ს–მდე.
მკრთალი ობიექტების სპექტროგრაფი. განკუთვნილი იყო განსაკუთრებით მკრთალი ობიექტების გადაღებისთვის ულტრაიისფერ დიაპაზონში.
მაღალსიჩქარიანი ფოტომეტრი. შექმნილია ვისკონსინის უნივერსიტეტში, შემუშავება ფინანსდებოდა ნასას მიერ. განკუთვნილი იყო ცვალებადი ვარსკვლავებისა და სხვა, სინათლის ცვალებად ობიექტებზე დასაკვირვებლად. შეეძლო 10 ათასამდე აზომვა წამში, მხოლოდ 2% ცდომილებით.
ზუსტი მიმართვის სენსორები (FGS) (Fine Guidance Sensors), რომლების გამოყენება ასევე შესაძლებელია მეცნიერებაში, ისინი უზრუნველყოფენ ასტრომეტრიას მილიწამიანი სიზუსტით. ეს პარალაქსის პოვნისა და ობიექტების საკუთარი მოძრაობის დადგენის საშუალებას იძლევა 0,2 კუთხური მილიწამის სიზუსტით. მისი მეშვეობით ასევე შეიძლება ორმაგი ვარსკვლავების ორბიტაზე კუთხური დიამეტრით 12 მილიწამამდე დაკვირვება.
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.