პირველ რიგში გავიხსენოთ, რომ ირმის ნახტომი – ეს არის დისკი, 120 000 სინათლის წელიწადის დიამეტრით და გამოწეული ცენტრის 12 000 სინათლის წელიწადის დიამეტრით. ამის მიუხედავად, დისკი შორსაა იდეალურად ბრტყელი ფორმისგან. სინამდვილეში, ის ძალზედ დეფორმირებულია, ამის მიზეზად მეცნიერები ორ მეზობელს ასახელებენ: დიდ და პატარა მაგელანის ღრუბლებს.
ეს ჯუჯა გალაქტიკებია – რომლებიც ითვლებიან ჩვენი „ადგილობრივი ჯგუფის“ გალაქტიკებად და შეუძლიათ ბრუნავდნენ ირმის ნახტომის ორბიტის ირგვლივ. მეცნიერების აზრით, ისინი „ექაჩებიან“ ჩვენი გალაქტიკის მუქ მატერიას და ქმნიან გახშირებულ რყევებს, რომლებიც ჩვენს გალაქტიკას წყალბადს აცლიან, რომლის რაოდენობა საკმაოდ დიდია ირმის ნახტომში.
მეცნიერებს სჯერათ, რომ ჩვენი გალაქტიკის მასის 90% შედგება მუქი მატერიისგან, რომელიც ანიჭებს მას იდუმალ სიკაშკაშეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი „კაშკაშა ნივთიერება“, რომლის დანახვაც ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ან ტელესკოპით შეგვიძლია, შეადგენს ირმის ნახტომის 10%–ზე ნაკლებს. ამ შემთხვევაში სიკაშკაშე სინამდვილეში უხილავია, მაგრამ მისი არსებობა დემონსტრირებული იყო სიმულაციის გზით, რომელიც აჩვენებდა, თუ როგორი იქნებოდა ირმის ნახტომი ამ უხილავი მასის გარეშე და როგორ იბრუნებდნენ ვარსკვლავები ჩვენს გალაქტიკაში მისი ცენტრის გარშემო.
რაც უფრო მძიმეა გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად უნდა მოძრაობდნენ ისინი ორბიტის გარშემო. გალაქტიკა რომ მხოლოდ იმ მატერიისგან შედგებოდეს, რომლის დანახვაც შეგვიძლია, მაშინ ბრუნვის სიჩქარე გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმაზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. შესაბამისად, აუცილებელი მასის დარჩენილი ნაწილი უნდა შედგებოდეს რაიმე უხილავისგან, ანუ მუქი მატერიისგან ან მატერიისგან, რომელიც ზემოქმედებს „ნორმალურ მატერიასთან“ მხოლოდ გრავიტაციის მეშვეობით.
ჩვენთვის ჩვეული კლასიფიკაციით ირმის ნახტომი საშუალო მასის გალაქტიკას წარმოადგენს. ყველაზე მასშტაბური ჩვენთვის ცნობილი გალაქტიკა, რომელიც IC 1101 სახელს ატარებს, 100 ტრილიონამდე ვარსკვლავს ითვლის, სხვა დიდი გალაქტიკები ითვლიან არანაკლებ ერთი ტრილიონი ვარსკვლავისა. ჯუჯა გალაქტიკებს, ისეთებს, როგორიც ზემოთ ხსენებული მაგელანის ღრუბლებია, შეიძლება გააჩნდეთ დაახლოებით 10 მილიარდი ვარსკვლავი. ირმის ნახტომი უკვე შედგება 100-400 მილიარდი ვარსკვლავისგან, მაგრამ როდესაც ჩვენ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ღამის ცაში ვიყურებით, ვხედავთ არაუმეტესად 2 500–სა. ამის მიუხედავად, ზუსტი რიცხვი არ არის დადგენილი, რადგანაც ირმის ნახტომი მუდმივად კარგავს ვარსკვლავებს ზეახალი ვარსკვლავების გაჩენისას და მუდმივად აწარმოებს ახალს (დაახლოებით შვიდ ვარსკვლავს წელიწადში).
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევით დამკვირვებელს ასე არ მოეჩვენება, ირმის ნახტომი სავსეა მტვერითა და გაზით. ეს ნივთიერებები ჩვენი გალაქტიკის კაშკაშა/ხილული მატერიის 10-15%–ს შეადგენენ. მტვერის სისქე ირეკლავს ხილულ სინათლეს, მაგრამ ინფრაწითელ ნათებას მასში შეღწევა შეუძლია, ეს გალაქტიკის რუქის შესადგენად და მის შესასწავლად წარმოუდგენლად საჭიროს ხდის ისეთ ინფრაწითელ კოსმოსურ ტელესკოპებს, როგორიცაა „სპიტცერი“. „სპიტცერს“ შეუძლია შეიხედოს მტვერის ფარდის მიღმა იმისთვის, რომ წარმოგვიდგინოს სრულიად სუფთა ხედვა იმაზე, თუ რა ხდება ჩვენი გალაქტიკის გულში და ვარსკვლავების ფორმირებების რეგიონებში.
ირმის ნახტომი ყოველთვის არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ახლა – ლამაზ, დაღრეცილ სპირალად. მან საკუთარი დღევანდელი ზომები შეიძინა სხვა გალაქტიკების შთანთქმით და დღესაც აგრძელებს ამას. ფაქტობრივად, დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედში მდებარე ჯუჯა გალაქტიკის ვარსკვლავები, რომელიც ირმის ნახტომთან ყველაზე ახლოს მდებარე გალაქტიკაა, ამ მომენტშიც ემატება ირმის ნახტომის დისკს. ზუსტად ამ გზით გამოიყენა ჩვენმა გალაქტიკამ სხვებიც, საკუთარი გრძელი ისტორიის მანძილზე, მაგალითად როგორც მშვილდოსანის თანავარსკვლავედში მდებარე ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა.
ამჟამად ჩვენ არ შეგვიძლია ზევიდან ირმის ნახტომის ფოტოს გადაღება, იმის გამო, რომ ჩვენ გალაქტიკური დისკის შუაში ვიმყოფებით, გალაქტიკური ცენტრიდან 26 000 სინათლის წელიწადის დაშორებით. ეს იგივეა რომ ვეცადოთ ჩვენი სახლის ფოტოს გადაღება მაშინ, როდესაც შიგნით ვიმყოფებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ირმის ნახტომის გალაქტიკის ლამაზი გამოსახულება, რომელიც თქვენ აქამდე შეგხვდათ, იყო ან სხვა სპირალური გალაქტიკის სურათი, ანდა ნიჭიერი მხატვრის ნამუშევარი.
მსხვილი გალაქტიკების უმეტესობას ცენტრში გააჩნია ზემასიური შავი ხვრელი; და ირმის ნახტომიც არაა გამონაკლისი. ჩვენი გალაქტიკის ცენტრს, რადიოტალღების მსხვილ წყაროს, ეწოდება მშვილდოსანი А* და იგი შავ ხვრელად ითვლება, მისი დიამეტრი 22,5 მილიონი კილომეტრია, რაც დაახლოებით მერკურის ორბიტის ზომის ტოლია. მაგრამ ეს მხოლოდ შავი ხვრელია. სრულ მასას, რომელიც ცდილობს შავ ხვრელში მოხვედრას, ჰქვია აკრეციული დისკი, იგი წარმოქმნის დისკს, რომელსაც შეუძლია დედამიწის ორბიტა დაიტიოს. თუმცა, როგორც ნებისმიერი სხვა შავი ხვრელი, მშვილდოსანი А* ცდილობს „შეჭამოს“ ყველაფერი რაც მის ახლოს აღმოჩნდება, ცოტა ხნის წინ ამ უზარმაზარ ასტრონომიულ ფენომენთან ახლოს აღმოჩენილ იქნა ვარსკვლავთგროვა.
ბოლო გამოთვლებით სამყაროს ასაკი დაახლოებით 13,7 მილიარდ წელიწადს შეადგენს. ჩვენი ირმის ნახტომი აქედან უკვე 13,6 მილიარდ წელიწადს არსებობს, პლუს მინუს 800 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ ირმის ნახტომის ზოგიერთი შემადგენელი აქ უკვე დიდი ხნის მანძილზე იყო, დისკი და გამოწეულობა (ბალჯი) ფორმირებულ იქნა მხოლოდ 10-12 მილიარდი წლის წინ. ბალჯი შესაძლოა უფრო ადრე იქნა ფორმირებული, ვიდრე დანარჩენი გალაქტიკა.
ჩვენი გალაქტიკა – ირმის ნახტომი უფრო დიდი გალაქტიკური წარმონაქმნების ნაწილია. ჩვენი უახლოესი მეზობლები – დიდი და პატარა მაგელანის ღრუბლები და ანდრომედას გალაქტიკაა. სხვა 50 გალაქტიკასთან ერთად, ირმის ნახტომი შეადგენს გროვას, ცნობილს როგორც – ადგილობრივი ჯგუფი; და მაინც, ეს ჩვენი ვარსკვლავური გარემოცვების მხოლოდ პატარა ნაწილია. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ირმის ნახტომი შედის გალაქტიკების დიდ ჯგუფში, რომელსაც ქალწულის ზეგროვა ეწოდება. ზეგროვა – ეს გალაქტიკების ჯგუფია დიდ მასშტაბებში, რომლებიც ითვლიან ასობით სინათლის წელიწადს დიამეტრში. ამ ზეგროვებს შორის არის ღია კოსმოსი, სადაც მკვლევარები და კოსმოსური ზონდები შეხვდებიან გალაქტიკების და მატერიის ძალიან პატარა რაოდენობას.
ირმის ნახტომის გალაქტიკა, როგორც სხვები სამყაროში, კოსმოსის გაღმა მოძრაობს. დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, მზე მოძრაობს ირმის ნახტომის გარშემო და ირმის ნახტომი, როგორც ადგილობრივი ჯგუფის ნაწილი, მოძრაობს რელიქტური გამოსხივების მსგავსად, რადიაციული გამოსხივებით, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ დარჩა.
რელიქტური გამოსხივება – ეს ხელსაყრელი ორიენტირია, რომლის გამოყენებაც სამყაროში ყველაფრის სისწრაფის დასადგენად შეიძლება. რელიქტური გამოსხივების შესაბამისად, ადგილობრივი ჯგუფი მოძრაობს დაახლოებით 600კმ/წმ–ით, ანუ დაახლოებით 2,2 მილიონი კილომეტრით საათში.
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.