მზის დაშორებით პირველმა პლანეტამ ზედაპირზე ყინულების შენახვა შეძლო. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ყინული დამალულია მუდმივად ჩაბნელებული კრატერების ფორმირებებში, სადაც არასოდეს ხვდება მზის სხივები. ვარაუდობენ რომ მათ წყაროდ კომეტები იქცნენ.
პირველ ორ პლანეტას თანამგზავრები არ გააჩნია, რაც გასაკვირია, რადგანაც სხვებს ისინი აქვთ. სატურნს კი საერთოდ – 60 აქვს! ზუსტად არავინ იცის მათი არარსებობის მიზეზი, მაგრამ ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ადრე ვენერას მთვარე ახლდა, რომელიც შეეჯახა პლანეტას ან მზით იქნა შთანთქმული.
სიცოცხლით მდიდარი დედამიწის უკან იმალება სევდიანი ცივი უდაბნო – მარსი. მაგრამ ახლოს თუ დააკვირდებით, დაინახავთ ხრამებს, რომლებსაც წყლის ზემოქმედებით ფორმირება შეუძლიათ. ვარაუდობენ, რომ ადრე პლანეტას უფრო მჭიდრო ატმოსფერო გააჩნდა. მაგრამ სად არის ის? შესაძლოა საქმე მზის ზემოქმედებაში იყოს, რომელმაც პლანეტას მსუბუქი მოლეკულები თანდათანობით ააცალა.
იუპიტერი – მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, რომელიც დედამიწაზე 318–ჯერ უფრო მასიურია. ამიტომაც, ნებისმიერი მოახლოებული კომეტა უბრალოდ მისი ზემოქმედების ქვეშ ხვდება და ეჯახება. ძველად იუპიტერი შიდა სისტემაში არსებული კომეტების დიდ რაოდენობაზე აგებდა პასუხს. ზუსტად ამ უზარმაზარმა პლანეტამ 1994 წელს„შუმეიკერ–ლევი 9“ კომეტა გაანადგურა.
სატურნის გარშემო კონცენტრირებულია თვალისმომჭრელი ბეჭდების სისტემა. მათი შემჩნევა ჯერ კიდევ 1600–იან წლებში მოახერხეს. მაგრამ რამდენი წლის არიან ისინი? ზუსტად არავინ იცის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ისინი მილიარდობით წლის წინ მზის ნისლიდან წარმოიქმნენ, სხვები კი იმას, რომ მათი გაჩენის მიზეზი შედარებით ახლანდელი დიდი თანამგზავრის განადგურება გახდა.
1980 წელს ვოიაჟერ–2–მა ურანის გვერდზე გაიფრინა და შეამჩნია დაუჯერებელი აქტივობა. ბოლო გამოკვლევები გრძელპერიოდული შტორმების უდიდეს რაოდენობას აჩვენებს. ჯერ არავინ იცის რა იწვევს ამ ქმედებას.
დედამიწელებს ხშირად უწევთ ქარბორბალებთან შეხება, მაგრამ ისინი არასოდეს შეედრებიან იმ სიტუაციას, რომელიც ნეპტუნზეა. იქ ქარის სიჩქარე 1770 კმ/სთ–ს აღწევს. უფრო გასაგები რომ იყოს, ეს ხმის სიჩქარეზე უფრო სწრაფია.
ჩვენი პლანეტა გარშემორტყმულია მაგნიტური ველით, რომელიც იცავს ყველა ცოცხალ არსებას მზის მავნე ნაწილაკებისგან. ნასა მუდმივად აკვირდება მზეს, იმისთვის რომ დაიცვას სკს–ის (საერთაშორისო კოსმოსური სადგური) ასტრონავტები და საკუთარი თანამგზავრები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მაგნიტური ველი ნათებების დროს. ეს ის მომენტია, როდესაც ვარსკვლავების ნაწილაკები კონტაქტირებენ ზედა ატმოსფერულ ფენასთან.
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.