დღეს თქვენ ყველაზე უჩვეულო ვარსკვლავებზე გაიგებთ. შეფასებებით, სამყაროში დაახლოებით 100 მილიარდი გალაქტიკა და თითოეულ გალაქტიკაში 100 მილიარდი ვარსკვლავია. ამდენი ვარსკვლავის გათვალისწინებით, მათ შორის აუცილებლად უნდა იყვნენ უჩვეულო ეგზემპლარებიც. მოკაშკაშე გაზის ბურთების უმეტესობა საკმაოდ ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ზოგიერთი გამოირჩევა უცნაური ზომით, წონით და ქცევით. თანამედროვე ტელესკოპების გამოყენებით, მეცნიერები აგრძელებენ ამ ვარსკვლავების შესწავლას, იმისთვის რომ უკეთესად გაიგონ ისინი და სამყაროს წყობა, მაგრამ საიდუმლოებები ჯერ კიდევ რჩება. აქ თავი მოვუყარეთ სამყაროში არსებულ 25 ყველაზე უჩვეულო ვარსკვლავს.
მოცემული ვარსკვლავი სუპერგიგანტად ითვლება. UY Scuti იმდენად დიდია, რომ ჩვენი ვარსკვლავის, ჩვენს მეზობლად არსებული რამდენიმე პლანეტის და პრაქტიკულად მთელი ჩვენი მზის სისტემის შთანთქმა შეუძლია. მისი რადიუსი მზის რადიუსზე დაახლოებით 1700-ჯერ მეტია.
მათუსაილის ვარსკვლავი, იგივე HD 140283, ნამდვილად ამართლებს საკუთარ სახელწოდებას. ზოგიერთი თვლის, რომ მისი ასაკი 16 მილიარდ წელს ითვლის, რაც პრობლემას წარმოადგენს, რადგან დიდი აფეთქება 13,8 მილიარდი წლის წინ მოხდა. ასტრონომებმა ასაკის დადგენის უფრო სრულყოფილი მეთოდების გამოყენება სცადეს, მაგრამ დღემდე თვლიან, რომ ის არანაკლებ 14 მილიარდი წლისაა.
თავდაპირველად ამ ობიექტის არსებობა კიპ თორნის და ანა ჟიტკოვას მიერ
თეორიულად იყო წარმოდგენილი, ის ორ ვარსკვლავს წარმოადგენს, ნეიტრონულ და წითელ ზეგიგანტებს, რომლებიც ერთ ვარსკვლავში არიან გაერთიანებულნი. ამ ობიექტის როლზე წარდგენილმა პოტენციურმა კანდიდატმა HV 2112 სახელწოდება მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ UY Scuti - ადამიანებისთვის ცნობილი ყველაზე დიდი ვარსკვლავია, R136a1 სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ ითვლება. მისი მასა 265-ჯერ დიდია ჩვენი მზის მასაზე. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მას უჩვეულოს ხდის, ის არის რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ როგორ იყო ის ფორმირებული. ძირითადი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ის რამდენიმე ვარსკვლავის შეერთებით წარმოიქმნა.
მზის სისტემა PSR B1257 + 12-ში არსებული უმეტესი ეგზოპლანეტა მკვდარია და საკუთარი ძველი ვარსკვლავის მომაკვდინებელ გამოსხივებაში დაცურავს. მათი ვარსკვლავის გასაოცარი ფაქტი - ეს ზომბი-ვარსკვლავი ან პულსარია, რომელიც მოკვდა, მაგრამ ბირთვი ჯერ ისევ ადგილზეა.
23 მილიონ კილომეტრზე გაშლილი ორი სპირალური სახელოსგან შემდგარი SAO 206462, სამყაროში არსებულ ვარსკვლავთაგან უთუოდ უჩვეულო და უნიკალურია. იმ დროს, როდესაც ზოგიერთ გალაქტიკას, როგორც ცნობილია, სახელოები აქვს, როგორც წესი, ვარსკვლავებს ისინი არ გააჩნიათ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ვარსკვლავი პლანეტების შექმნის პროცესში იმყოფება.
2MASS J0523-1403 შესაძლოა სამყაროში არსებულ ვარსკვლავთაგან ყველაზე პატარა იყოს და ის ჩვენგან მხოლოდ 40 სინათლის წელიწადის დაშორებითაა. რადგან ის მცირე ზომით და მასით გამოირჩევა, მედნიერები თვლიან, რომ მისი ასაკი შესაძლოა 12 ტრილიონ წელს შეადგენდეს.
ცოტა ხნის წინათ ასტრონომებმა რამდენიმე ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელთაც ატმოსფეროში დიდი რაოდენობით თუთია იყო, რაც ვარსკვლავის გარშემო მძიმე და სქელ ღრუბლებს წარმოქმნის. მათ HE 2359-2844 და HE 1256-2738 უწოდებენ და ისინი ჩვენგან 800 და 1000 სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობენ. მეცნიერები დღემდე არ არიან დარწმუნებულები, თუ როგორ ფორმირდებიან ისინი.
დაბადების მომენტიდან ნეიტრონული ვარსკვლავები მუდმივად კარგავენ ენერგიას და ცივდებიან. ამგვარად, უცნაურია, რომ ისეთი ნეიტრონული ვარსკვლავი, როგორიც RX J1856.5-3754 არის, რომელიც 100 000 წლისაა, შეიძლება ამდენად ცხელი იყოს და არანაირად არ აქტიურობდეს. მეცნიერები თვლიან, რომ ვარსკვლავთაშორის ქსოვილს ვარსკვლავის ძლიერი გრავიტაციული ველი აკავებს, რის შედეგადაც ვარსკვლავის დათბობისთვის საკმარისი ენერგია წარმოიქმნება.
KIC 8462852-ის ვარსკვლავურმა სისტემამ ასტრონომების ყურადღება ბოლო დროს მისი უჩვეულო ქცევით მიიპყრო. ის ხანდახან 20%-ით მკრთალდება, ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ მის გარშემო რაღაც ბრუნავს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ამის გამო ვარაუდობს, რომ ეს უცხოპლანეტელები არიან, თუმცა სხვა ახსნაა - იმ კომეტის ნატეხები, რომელიც ვარსკვლავთან ერთად ერთ ორბიტაში შევიდა.
Vega - სიკაშკაშით მეხუთე ადგილზე მყოფი ვარსკვლავია, მაგრამ ეს არ ხდის მას უჩვეულოს. ბრუნვის მაღალი სიჩქარე (960 600 კმ/სთ) მას კვერცხის ფორმას აძლევს და არა სფეროსებრს, როგორიც ჩვენს მზეს აქვს. მასზე ასევე ვაკვირდებით ტემპერატურულ ვარიაციებს, ეკვატორზე უფრო ცივი ტემპერატურით.
მაგნიტი, რომელიც დედამიწიდან 6500 სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს. SGR 0418 + 5729-ს სამყაროში ყველაზე ძლიერი მაგნიტური ველი გააჩნია. უჩვეულო ისაა, რომ ის არ შეესაბამება ზედაპირული მაგნიტური ველის მქონე ტრადიციული მაგნეტარებს, როგორიც ჩვეულებრივ ნეიტრონულ ვარსკვლავებს აქვთ.
გედის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 4900 სინათლის წელიწადის მოშორებით, ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს რამდენიმე პლანეტა, რომლებიც ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავდნენ. ცნობილები როგორც სისტემა Kelper-47, ისინი ვარსკვლავის ორბიტაში მოძრაობენ და ერთმანეთს 7,5 დღის განმავლობაში ფარავენ ხოლმე. ერთი ვარსკვლავი დაახლოებით ჩვემი მზის ზომისაა, მაგრამ მხოლოდ 84%-ით კაშკაშა. აღმოჩენა ამტკიცებს, რომ ამ ორმაგი ვარსკვლავური სისტემის ორბიტაზე შესაძლოა ერთ პლანეტაზე მეტი არსებობდეს.
La Superba - კიდევ ერთი მასიური ვარსკვლავი, რომელიც ჩვენგან 800 სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს. ის ჩვენს მზეზე დაახლოებით 3-ჯერ უფრო მძიმეა და ზომით 4 ა.ე. შეადგენს (ასტრონომიული ერთეული). ის იმდენად კაშკაშაა, რომ მისი დედამიწიდან დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.
MY Camelopardalis კაშკაშა მარტოხელა ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ორი ვარსკვლავი იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან განლაგებული, რომ ისინი პრაქტიკულად ერთმანეთს ეხებიან. ორი ვარსკვლავი ნელ-ნელა ერთიანდება, იმისთვის რომ ერთი ვარსკვლავი წარმოქმნან. არავინ იცის როდის შეერწყმება ეს ორი ბოლომდე.
ტექნიკურად, PSR J1719-1438b ვარსკვლავი არ არის, მაგრამ ოდესღაც იყო. ვარსკვლავად ყოფნისას, მისი გარე ფენები სხვა ვარსკვლავმა შეისრუტა და ის პატარა პლანეტად იქცა. რაც უფრო მეტად გასაოცარია, ის ახლა გიგანტური ალმასის პლანეტაა, რომელიც დედამიწას 5-ჯერ აღემატება.
OGLE TR-122b დაახლოებით იმავე ზომისაა, რაც იუპიტერი. მართალია, ის სამყაროში ყველაზე პატარა ვარსკვლავია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის რამდენიმე მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, როგორც ვარსკვლავური ჯუჯა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პლანეტის ზომის ვარსკვლავი აღმოაჩინეს.
ასტრონომებმა სამი ვარსკვლავის მქონე სისტემა აღმოაჩინეს, როდესაც მან ფორმირება დაიწყო - L1448 IRS3B. ჩილიში არსებული ALMA-ს ტელესკოპის დახმარებით, ისინი აკვირდებოდნენ, თუ როგორ ბრუნავდა ორი ახალგაზრდა ვარსკვლავი ერთი, გაცილებით ხნიერის გარშემო. ისინი თვლიან, რომ ეს ორი ახალგაზრდა ვარსკვლავი იმ ატომური რეაქციების შედეგად გაჩნდა, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო არსებულმა გაზმა გამოიწვია.
Mira - ასევე ცნობილი როგორც Omicron Ceti, 420 სინათლის წელიწადის სიშორეზე მდებარეობს და საკმაოდ უცნაურია მისი მერყევი სიკაშკაშის გამო. მეცნიერები მას მომაკვდავ ვარსკვლავად თვლიად, რომელიც საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლის. კიდევ უფრო გასაოცარი ის არის, რომ Mira კოსმოსში 130 კმ/წთ სიჩქარით გადაადგილდება და კუდი გააჩნია, რომელიც რამდენიმე სინათლის წელიწადის სიშორეზეა გაწელილი.
თუ თვლით რომ სისტემა ორი ვარსკვლავით ძალიან მაგარია, მაშინ, ალბათ, Fomalhaut-C-ს დანახვაც მოგინდებათ. ეს სისტემა სამი ვარსკვლავითაა და დედამიწიდან 25 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. თუმცა სამვარსკვლავიანი სისტემები არც თუ ისე უნიკალურები არიან, მოცემული სისტემა ნამდვილად გამოირჩევა, რადგან მისი ვარსკვლავები ერთმანეთისგან შორი-შორს არიან განლაგებულები და არა ახლოს, რაც ანომალიაა. ვარსკვლავი Fomalhaut-C კი A და B ვარსკვლავისგან განსაკუთრებით შორსაა განლაგებული.
Swift J1644 + 57-ის შემთხვევაში, მიძინებულმა შავმა ხვრელმა გაიღვიძა და ვარსკვლავი შთანთქა. მეცნიერებმა ეს აღმოჩენა რენტგენული და რადიოტალღების დახმარებით, 2011 წელს გააკეთეს. სინათლეს 3,9 მილიარდი სინათლის წელიწადი დასჭირდა იმისთვის, რომ დედამიწამდე მიეღწია.
საკუთარი რეგულარულად და მუდმივად პულსირებადი ნათებით, პულსარები სწრაფად მბრუნავ ვარსკვლავებად ითვლებიან, რომლებიც იშვიათად “ითიშებიან”. მაგრამ PSR J1841-0500-მა მეცნიერები იმით გააკვირვა, რომ მან ეს მხოლოდ 580 დღეში მოახერხა. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ვარსკვლავის შესწავლა დაეხმარება მათ იმის გაგებაში, თუ როგორ მუშაობენ პულსარები.
SDSS J090745.0 + 024507 - ეს გაქცეული ვარსკვლავის გრძელი დასახელებაა. ზემასიური შავი ხვრელის დახმარებით ის თავისი ორბიტიდან გადაფრინდა და საკმარისად სწრაფად მოძრაობს იმისთვის, რომ ირმის ნახტომიდან გავიდეს. ვიმედოვნებთ, რომ არცერთი მსგავსი ვარსკვლავი ჩვენი მიმართულებით არ გამოფრინდება.
მაგნეტარი SGR 1806-20 - შიშის მომგვრელი ძალაა, რომელიც ჩვენს სამყაროში არსებობს. ასტრონომებმა 50 000 სინათლის წელიწადის სიშორეზე აფეთქება აღმოაჩინეს და ის იმდენად მძლავრი იყო, რომ მთვარიდან აირეკლა და 10 წამით დედამიწის ატმოსფეროც კი გაანათა. მზის ასეთმა აფეთქებამ მეცნიერებს კითხვები გაუჩინა იმასთან დაკავშირებით, შეეძლო თუ არა მსგავსს დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის მოსპობა.
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.