წარმოიდგინეთ წრის ფორმის ტუნელი, 27კმ სიგრძის და 6 მეტრის დიამეტრის, განთავსებული 100 მეტრის სიღრმეზე. ამ მიწისქვეშეთში ცხოვრობს ოდესმე აშენებულებიდან ყველაზე დიდი ნაწილაკების ამაჩქარებელი. როგორც ჩვენ ვიცით, მოცემული მოწყობილობა მდებარეობს შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე.
დანადგარის მუშაობისას, საათის ისრის მიმართულებით და უკუმიმართულებით, სინათლის სიჩქარეზე ცოტა ნაკლები სისწრაფით პროტონების (თითოში მინიმუმ 100 000 000 000 ერთეული) პაკეტები მოგზაურობენ, ისინი გაივლიან ტუნელის მანძილს წამში 10 000–ჯერ! ტუნელის გარკვეულ მონაკვეთებში პროტონების პაკეტები ერთმანეთს ეჯახებიან, პაკეტები კონტროლდება მაგნიტური ველით, რომელსაც კომპლექსის მეცნიერული თანამშრომლები მართავენ. ამ სიხშირეებით და პროტონების მოცულობით მეცნიერულ თანამშრომლებს მუდმივი შეჯახებები და შესაბამისად, შესწავლის მასალა გააჩნიათ.
თითოეული შეჯახების ენერგია 14 000–ჯერ დიდია იმ ენერგიაზე, რომელიც საჭიროა პროტონის ნულიდან შექმნისთვის. ფაქტობრივად, პროტონები მოძრაობენ ორ მილში სხვადასხვა მიმართულებით, ეს მილები სპეციალურ შეჯახების მონაკვეთებში იკვეთება. თითოეული ეს ვაკუუმის მილი 27კმ სიგრძის არის.
ნაწილაკები პირდაპირ იმოძრავებენ თუ მათზე არ იქნება ძალის ზემოქმედება და თუ პროტონი არ წარმოადგენს გამონაკლისს, იმისთვის რომ ისინი მოძრაობდნენ, მათზე ათასობით მძლავრი მაგნიტის ჯაჭვით ზემოქმედებენ. ეს უბრალო მაგნიტები არ არის, ეს არის ზეგამტარი და დამატებითად თხევადი ჰელიუმით მუდმივად გაგრილებული მაგნიტები – სწორედ ეს უზრუნველყოფს ასეთ დაუჯერებელ სიმძლავრეს და ეფექტურობას.
ასე რომ, ამაჩქარებლის რეცეპტი ძალზედ მარტივია: ნაწილაკები, მილი მათ შესაკავებლად, მაგნიტები მათ სამართავად და გაგრილების სისტემა მაგნიტების ეფექტურობისთვის.
მაგრამ ეს თვითონ ამაჩქარებელია, ასევე არსებობს სპეციალური მოწყობილობები, ისეთები, როგორებიცაა დეტექტორები, ეს ისეთი მანქანებია, რომლებიც საშუალო სახლის ზომისაა და გადაკვეთის წერტილების ან ნაწილაკების შეჯახების გარშემო არიან განლაგებულნი. უკვე აქ იწყება დანარჩენი მეცნიერული მაგია, რომელიც შეისწავლის ორი შეჯახებული ნაწილაკის შედეგად მიღებულ დაშლის პროდუქტებს.
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.