დიდი მაგელანის ღრუბლის მასა შეადგენს ირმის ნახტომის მასის 1/10 და იტევს 10 მილიარდ ვარსკვლავს. ეს მას ხდის ყველაზე მასიურ ვარსკვლავურ გროვად სხვა ახლოს მყოფი გალაქტიკებიდან: ანდრომედა, ირმის ნახტომი და სისტემები სამკუთხედის თანავარსკვლავედში.
მაგელანის ღრუბელი არასწორ გალაქტიკად ითვლება, რადგან მას არ გააჩნია სპირალური ფორმა, როგორც სხვა ვარსკვლავურ გროვებს, მაგრამ მას აქვს ფართოდ გამოკვეთილ გამოწეული ცენტრი. სავსებით შესაძლებელია, რომ ის ოდესღაც სპირალური ფორმის იყო, როგორც ირმის ნახტომი, მაგრამ ჩვენი ან სხვა გალაქტიკის გვერდზე გავლით მან მიიღო ფორმის გამრუდება და დაკარგა სპირალური აღნაგობა.
დიდი მაგელანის ღრუბლის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება, ტელესკოპის გარეშე. ის ღამის ცაში მკრთალ ვარსკვლავთგროვად ჩანს, ოქროს თევზისა და მაგიდა მთის თანავარსკვლავედების საზღვარზე.
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.