გალაქტიკის ზომა დაახლოებით 50 ათასი სინათლის წელიწადია, ის ჩვენგან 28 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს. მოყვარულ ასტრონომებს იზიდავს სომბრეროს სიკაშკაშე, რადგანაც ამ გალაქტიკის დანახვის საშუალება სამოყვარულო ტელესკოპითაცაა შესაძლებელი. მისი დანახვა 100 მილიმეტრიანი ტელესკოპით შეიძლება, 300 მილიმეტრიანი ტელესკოპით კი დისკის მტვერისაც.
პროფესიონალებს კი ბალჯი (გამოწეული ცენტრი) იზიდავთ. ზემასიური შავი ხვრელის მასა, რომელიც მის ცენტრშია, დაახლოებით ერთი მილიარდი მზის მასის ტოლია, მის გარშემო ვარსკვლავები ანომალიური სისწრაფით მოძრაობენ. გალაქტიკას ძლიერი რენტგენული გამოსხივება აქვს. ასტრონომების ვარაუდით, მას ბირთვში არსებული ზემასიური შავი ხვრელი აგენერირებს.
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.