„კეპლერი“ – ნასას ასტრონომიული თანამგზავრი. აღჭურვილია ზემგრძნობიარე ფოტომეტრით, რომელიც სპეციალურადაა განკუთვნილი ეგზოპლანეტების საძიებლად (პლანეტები მზის სისტემის გარეთ – სხვა ვარსკვლავებთან მდებარე), რომლებიც დედამიწისმაგვარია. ეს პირველი კოსმოსური აპარატია, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა. მას გერმანელი მათემატიკოსისა და ასტრონომის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც პლანეტების მოძრაობა აღმოაჩინა.
გაშვება შედგა 2009 წლის 6 მარტს. შენებასა და ექსპლუატაციაში შეყვანას განაგებდა ნასას „რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია“, პირველადი მეწარმე „Ball Aerospace“ კი პასუხისმგებელი იყო კეპლერის ფრენის სისტემის შემუშავებაზე. 2009 წლის დეკემბრიდან მისიის მართვის პასუხისმგებლობა გადაეცა ეიმსის გამოკვლევის ცენტრს, რომელიც ასევე ახორციელებს ტელესკოპის მეცნიერულ მონაცემთა ძირითად ანალიზს.
ძირითადი პროგრამა 3,5 წელიწადზე იყო გათვლილი. 2013 წლის 12 მაისს ტელესკოპი კეპლერი მწყობრიდან გამოვიდა, ორბიტალურმა ობსერვატორიამ დაკარგა სივრცეში ორიენტაცია, ბორტის კომპიუტერი კი „უსაფრთხო რეჟიმში“ გადავიდა.
ტელესკოპი კეპლერის სამი წლის მუშაობისას გაკეთებულ იქნა მნიშვნელოვანი და სენსაციური აღმოჩენებიც კი, მაგალითად, აღმოჩენილ იქნა დედამიწის ზომის, ასევე მასზე ნაკლები ზომის პლანეტები. 2014 წლის დასაწყისში მის მიერ აღმოჩენილ იქნა პლანეტის წოდების 3500 კანდიდატი, რომელთაგან 1000–ზე მეტი დამტკიცებული აღმოჩნდა სხვადასხვა მეცნიერული ჯგუფების გამოკვლევებით.
ტელესკოპი „კეპლერის“ მისია მდგომარეობს პლანეტარული სისტემების ნაირსახეობებისა და სტრუქტურის შესწავლაში. ამისთვის, უამრავ ვარსკვლავზე დაკვირვებისას, უნდა მოხდეს რამდენიმე მიზნის მიღწევა:
„კეპლერი“ სრულებით არ ჰგავს „ჰაბლს“. ჰაბლი გაშვებულია დედამიწის ახლო ორბიტაზე, მას არაერთხელ ჩაუტარდა რემონტი, ასევე შესაძლებელია მისი შემობრუნება ნებისმიერ მხარეს ცენტრიდან შესაბამისი ბრძანების გაცემით. კეპლერი კი მზის გარშემო ბრუნავს და დამიზნულია ცის კერძო მონაკვეთზე, ჩვენი გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით.
დენის წყაროს მზის ბატარეები წარმოადგენენ, მათი საერთო ფართობი 10,2მ2–ია.
ელექტრონულ მეხსიერებას გააჩნია ადგილი მონაცემთა შესაგროვებლად და გათვლილია მონაცემთა დაგროვებაზე 60 დღის განმავლობაში. მონაცემები დასამუშავებლად ტრანსლირდება პაკეტებით, 30 დღეში ერთხელ.
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.