ასეულობით მილიარდი ვარსკვლავი, რომლებიც ანდრომედას გალაქტიკას შეადგენენ. ისინი ერთად გადმოსცემენ დიფუზურ გამოსხივებას. ზოგიერთი ვარსკვლავი სინამდვილეში ჩვენი გალაქტიკისაა.
„ოქროს თევზის“ ვარსკვლავთწარმონაქმნის ცენტრში მდებარეობს ყველაზე დიდი, ცხელი და მასიური ვარსკვლავების გიგანტური გროვა. ეს ვარსკვლავები წარმოქმნიან გროვა R136–ს, რომელიც ამ ფოტოსურათზეა გამოსახული.
NGC 253. ბრწყინვალე NGC 253 არის ერთ–ერთი ყველაზე ნათელი სპირალური გალაქტიკა, და ამასთანავე, ყველაზე დამტვერილიც. ზოგიერთი მას უწოდებს „გალაქტიკა ვერცხლისფერი დოლარი“, იმიტომ რომ საშუალო ზომის ტელესკოპში მას შესაბამისი ფორმა აქვს. სხვები მას უბრალოდ „გალაქტიკა მოქანდაკეში“ უწოდებენ, რადგან იგი მდებარეობს მოქანდაკის სამხრეთ თანავარსკვლავედში. ეს დამტვერილი გალაქტიკა მდებარეობს ჩვენგან 10 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით.
გალაქტიკა M83, ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფი გალაქტიკა. ჩვენს შორის მანძილი 15 მილიონი სინათლის წელიწადია. იგი სრულებით ჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა, თუ კი M83–ის ცენტრს დავაკვირდებით, ეს მონაკვეთი მღელვარე და ხმაურიან ადგილად მოგვეჩვენება.
გალაქტიკების ჯგუფი – სტეფანის კვინტეტი. თუმცა ჯგუფიდან მხოლოდ ოთხი გალაქტიკა მონაწილეობს კოსმოსურ ცეკვაში, სადაც ისინი ერთმანეთს ხან ახლოვდებიან, ხან კი შორდებიან. ოთხ ურთიერთმოქმედ გალაქტიკას – NGC 7319, NGC 7318A, NGC 7318B და NGC 7317 გააჩნია მოყვითალო შეფერილობა და მრუდე კუდები, რომელთა ფორმა გამოწვეულია დამანგრეველი მომქცევი გრავიტაციული ძალების შედეგად.
ვარსკვლავთა გიგანტური გროვა ამრუდებს და ჰყოფს გალაქტიკის გამოსახულებას. მათი უმეტესობა არის ერთადერთი უჩვეულო, ცისფერი ბეჭდისმაგვარი გალაქტიკის გამოსახულება, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა გალაქტიკების გროვის უკან. ბოლო გამოკვლევების თანახმად, სურათზე შეიძლება აღმოვაჩინოთ არანაკლებ 330 ცალკე, შორეული გალაქტიკის გამოსახულება. ეს არაჩვეულებრივი, გალაქტიკების გროვის – CL0024+1654 ფოტოსურათი მიღებულ იქნა 2004 წლის ნოემბერში.
სპირალური გალაქტიკა NGC 3521 მდებარებს ჩვენგან 35 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით, ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით.
სპირალური გალაქტიკა M33, ადგილობრივი ჯგუფის ზომებით საშუალო. M33 ასევე იწოდება გალაქტიკად სამკუთხედში, იმ თანავარსკვლავედის სახელით, რომელშიც მდებარეობს. M33 შორსაა ირმის ნახტომისგან, მისი კუთხეების ზომები ორჯერ აღემატება მთლიანი მთვარის ზომებს, ანუ იგი მშვენივრად ჩანს კარგ ბინოკლში.
ნისლეული ლაგუნა. ლაგუნას ნისლეულში მდებარეობს უამრავი სხვადასხვა ასტრონომიული ობიექტი. განსაკუთრებულად საინტერესო ობიექტებად ითვლებიან ნათელი გაფანტული ვარსკვლავთგროვა და ვარსკვლავთწარმონაქმნის რამდენიმე აქტიური მონაკვეთი.
ნისლეული კატის თვალი (NGC 6543) – არის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი პლანეტარული ნისლეული ცაში.
ქამელეონის საშუალო ზომის თანავარსკვლავედი.
ცხენის თავის მუქი მტვრიანი ნისლეული და კაშკაშა ორიონის ნისლეული კონტრასტირებენ ცაში. ისინი ჩვენგან 1500 სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობენ. ყველასთვის ცნობილი ნისლეული ცხენის თავი – ეს არის პატარა მუქი, ცხენის თავის ფორმის ღრუბელი, რომელიც წითელი მნათობი გაზის ფონზეა.
კიბორჩხალსახის ნისლეული. ეს არეულობა ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ დარჩა. კიბორჩხალსახის ნისლეული არის ზეახალის აფეთქების შედეგი, რომელსაც ჩ.წ. 1054 წელს აკვირდებოდნენ. ნისლეულის ცენტრში პულსარია – ნეიტრონული ვარსკვლავი მასით, რომელიც მზის მასის ტოლია, რომელიც საშუალო ქალაქის ზომის სივრცეში თავსდება.
ეს არის გრავიტაციული ლინზის მირაჟი. ამ ფოტოსურათში გამოსახულმა მკვეთრმა წითელმა გალაქტიკამ (LRG) თავისი გრავიტაციით გაამრუდა სინათლის შუქი, რომელიც უფრო შორი ცისფერი გალაქტიკის იყო. ყველაზე ხშირად მსგავს სინათლის შუქის გამრუდებას მოჰყვება შორეული გალაქტიკის ორი გამოსახულება, თუმცა გალაქტიკისა და გრავიტაციული ლინზის უფრო ზუსტი შეფარდებისას, გამოსახულებები წარმოქმნიან დახურულ ბეჭედს. ეს ეფექტი ჯერ კიდევ 70 წლის წინ იყო ნაწინასწარმეტყველები ალბერტ აინშტაინის მიერ.
ვარსკვლავი V838 Mon. 2002 წლის იანვარში, გაურკვეველი მიზეზების გამო, ვარსკვლავი V838–ის გარსი უეცრად გაფართოვდა, რამაც ეს ვარსკვლავი ყველაზე ნათელი გახადა მთელს ირმის ნახტომში. შემდეგ იგი ისევ სუსტი გახდა, ასევე უეცრად. ასტრონომებს აქამდე არასოდეს ენახათ მსგავსი ვარსკვლავური გაელვება.
ნისლეული „ბეჭედი“. ის ნამდვილად წააგავს ბეჭედს ცაზე. ასწლეულების წინ ასტრონომებმა მისი უჩვეულო ფორმის გამო ასე ზუსტად ამიტომ დაარქვეს. „ბეჭედის“ ნისლეულს ასევე განმარტავენ როგორც M57 და NGC 6720.
კარინას ნისლეულის ბოძი და ჯეტები. კარინას ნისლეული ჩვენგან 7500 სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს.
სამნაწილიანი ნისლეული. მშვენიერი ფერადი სამნაწილიანი ნისლეული კოსმიური კონტრასტების შესწავლის საშუალებას იძლევა. ასევე ცნობილი როგორც M20, იგი მდებარეობს დაახლოებით 5000 სინათლის წელიწადის დაშორებით, მშვილდოსანის თანავარსკვლავედში, რომელიც მდიდარია ნისლეულებით.
ცნობილი როგორც NGC 5194, ეს დიდი გალაქტიკა კარგად განვითარებული სპირალური სტრუქტურით შესაძლოა პირველი აღმოჩენილი სპირალური ნისლეული იყო. კარგად ჩანს რომ მისი სპირალური სახელოები და მტვერიანი ზოლები გადიან გალაქტიკა–თანამგზავრის NGC 5195 (მარცხნივ) პირდაპირ. ეს წყვილი მდებარეობს 31 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით და ოფიციალურად ეკუთვნის მეძებარი ძაღლების პატარა თანავარსკვლავედს.
ცენტავრი А (არ აგერიოთ α ცენტავრაში). უამრავი ახალგაზრდა ცისფერი ვარსკვლავების ფანტასტიური გროვა, გიგანტური მნათობი გაზის ღრუბლები და მტვერის განშტოებები გარს არტყავს ცენტავრი А–ს ცენტრალური მონაკვეთის აქტიურ გალაქტიკას.
პეპელას ნისლეული. პლანეტა დედამიწის ღამის ცაში არსებულ ნათელ გროვებსა და ნისლეულებს ხშირად არქმევენ ყვავილების ან მწერების სახელს, და ნისლეული NGC 6302 არ არის გამონაკლისი, ამ პლანეტარული ნისლეულის ცენტრალური ვარსკვლავი წარმოუდგენლად ცხელია, მისი ზედაპირის ტემპერატურა აღწევს 250 ათას გრადუსს ცელსიუსით.
ნისლეული M17 ახლო ხედით. ფორმირებულნი ვარსკვლავური ქარებითა და გამოსხივებებით, ეს ფანტასტიური ტალღისებრი წარმონაქმნები მდებარეობენ ნისლეულში M17 (ნისლეული ომეგა). ნისლეული ომეგა მდებარეობს მშვილდოსნის თანავარსკვლავედში და დაშორებულია 5500 სინათლის წელიწადით.
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.