არსი
შავი ხვრელი არის კოსმოსური ობიექტი, რომელსაც გააჩნია იმდენად უზარმაზარი გრავიტაცია, რომ ის შთანთქავს ყველაფერს, რაც კი მის გარშემო მოხვდება. ეს ის ობიექტია, რომელში მოხვედრის შემდეგ სინათლეც კი ვერ აღწევს თავს, ის ასევე ამრუდებს დროსა და სივრცეს. შავი ხვრელების სიახლოვეს დროც კი ნელდება.
სინამდვილეში შავი ხვრელების არსებობა მხოლოდ თეორიაა (და ცოტაოდენი პრაქტიკა). მეცნიერებს გააჩნიათ ვარაუდები და პრაქტიკული ახსნები, მაგრამ შავი ხვრელების სიღრმისეული გამოკვლევა ჯერ არ მოხერხებულა. ამის გამო შავ ხვრელს პირობითად უწოდებენ ყველა იმ ობიექტს, რომელიც მოცემულ აღწერას შეესაბამება.
ნებისმიერ შავ ხვრელს გააჩნია ე.წ. მოვლენათა ჰორიზონტი. ეს ის საზღვარია, რომლის გადაკვეთის შემდეგ უკვე ვეღარაფერი შეძლებს დაბრუნებას. ამასთანავე, რაც უფრო ახლოს იმყოფება ობიექტი შავ ხვრელთან, მით უფრო ნელა მოძრაობს.
ვერსიები
ბევრი მეცნიერი ემხრობა იმ აზრს, რომ შავი ხვრელები მთელ შთანთქმულ მატერიას სხვა ადგილას გაისვრიან. ანუ უნდა არსებობდნენ ე.წ. თეთრი ხვრელები, რომლებიც უკუპრინციპით იმოქმედებენ. თუ შავ ხვრელში მხოლოდ მოხვედრაა შესაძლებელი და გამოსვლა არა, მაშინ თეთრ ხვრელში, პირიქით, მოხვედრა შეუძლებელი იქნება. მეცნიერების მთავარი არგუმენტია – კოსმოსში დაფიქსირებული უეცარი და ძლიერი ენერგიის გამოფრქვევები.
სიმების თეორიის მომხრეებმა შექმნეს შავი ხვრელის საკუთარი მოდელი, რომელიც ინფორმაციას ანადგურებს. მათ თეორიას ჰქვია „Fuzzball“ – იგი იძლევა იმ კითხვებზე პასუხის საშუალებას, რომლებიც სინგულარობასა და ინფორმაციის გაქრობასთანაა დაკავშირებული.
რა არის სინგულარობა და ინფორმაციის გაქრობა? სინგულარობა – ეს ისეთი წერტილია სივრცეში, რომელიც ხასიათდება უსასრულო წნევით და სიმკვრივით. ბევრს აცბუნებს სინგულარობის ფაქტი, რადგან ფიზიკოსებს არ შეუძლიათ უსასრულო რიცხვებთან მუშაობა. ბევრი დარწმუნებულია, რომ შავ ხვრელში არსებობს სინგულარობა, მაგრამ მისი მახასიათებლები ძალიან ზედაპირულადაა აღწერილი.
მარტივად რომ ვთქვათ, ყველა პრობლემა და გაუგებრობა ჩნდება კვანტური მექანიკისა და გრავიტაციის შეუსაბამებლობის გამო. მეცნიერებს არ შეუძლიათ ისეთი თეორიის შექმნა, რომელიც ამ ორ გააერთიანებდა, ამიტომაც ჩნდება პრობლემები შავ ხვრელთან დაკავშირებით. შავი ხვრელი ხომ თითქოს ინფორმაციას ანადგურებს, მაგრამ ამასთანავე კვანტური მექანიკის საფუძვლებიც ირღვევა, რადგან მათ თანახმად, სამყაროში ინფორმაცია არასოდეს იკარგება. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ სტივენ ჰოკინგმა თითქოს გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც გამოაცხადა რომ შავ ხვრელებში ინფორმაცია სულაც არ ნადგურდება.
სტერეოტიპები
უპირველესყოვლისა, შავ ხვრელებს უსასრულოდ დიდხანს არსებობა არ შეუძლიათ, ამიტომაც არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ შავი ხვრელები ადრე თუ გვიან სამყაროს შთანთქავენ.
მეორე, ჩვენი მზე არ გადაიქცევა შავ ხვრელად, რადგან ჩვენი ვარსკვლავის მასები არ იქნება ამისთვის საკმარისი. მზე შესაძლებელია მხოლოდ თეთრ ჯუჯად გადაიქცეს (არც ესაა ფაქტი).
მესამე, დიდი ადრონული კოლაიდერი არ გაანადგურებს ჩვენს დედამიწას შავი ხვრელის შექმნით. სპეციალურადაც რომ შექმნან შავი ხვრელი და „გამოუშვან“, მისი პარატა ზომის გამო, ჩვენი პლანეტის შთანთქმას ის ძალიან, ძალიან დიდ დროს მოუნდება.
მეოთხე, არ უნდა ფიქრობდეთ იმას, რომ შავი ხვრელი – ეს არის „ხვრელი“ კოსმოსში. შავი ხვრელი – სფეროსებრი ობიექტია. სწორედ აქედან მოდის ბევრი მოსაზრება იმის შესახებ, რომ შავ ხვრელებს პარალელურ სამყაროში მივყავართ, თუმცა ეს ფაქტი ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა.
მეხუთე, შავ ხვრელს ფერი არ გააჩნია. მას აღმოაჩენენ მხოლოდ რენტგენული გამოსხივებით ან სხვა გალაქტიკებისა და ვარსკვლავების ფონზე (ლინზის ეფექტი).
წარმოქმნა
შავი ხვრელის წარმოქმნის რამდენიმე სახე და გზა არსებობს:
Copyright © 2023 MY Kosmosi - All Rights Reserved.
By Katy Z.